Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აჩერბი:“ ლუკაკუს შეჩერება უფრო რთულია, ვიდრე რონალდუსი“

იტალიის ცენტრალურმა მცველმა ფრანჩესკო აჩერბიმ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში სასურველი მეტოქე დაასახელა.

ავსტრიის დამარცხების შემდეგ, აძურის მეტოქე ბელგია-პორტუგალიის დუელში გამარჯვებული გუნდი იქნება.

„ვფიქრობ, რომ მცველებისთვის ლუკაკუს წინააღმდეგ თამაში უფრო რთულია, ვიდრე რონალდუსთან. ორივე მათგანი სრულყოფილი ფეხბურთელია, მაგრამ ლუკაკუ ცენტრ-ფორვარდია და რონალდუს ფიზიკური ძალით აღემატება.

„რონალდუ უფრო ტექნიკური და სწრაფია, მაგრამ ფიზიკურ ორთაბრძოლებში მის წინააღმდეგ თამაში უფრო მარტივია.

„ავსტრიასთან მატჩი ? ეს ჩვენი საუკეთესო შეხვედრა ნამდვილად არ იყო. ავსტრიას შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს და შეუძლიათ, რომ ნებისმიერ გუნდს პრობლემები შეუქმნან, თუმცა საოლოო ჯამში ჩვენ დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

„ახლა ჩვენ შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს, რადგან ჯერ ბელგია-პორტუგალიის გამარჯვებულთან, შემდეგ კი სავარაუდოდ საფრანგეთთან თამაში მოგვიწევს და ასეთი დონის გუნდები შეცდომებს არ გპატიობენ.“