აჩერბი:“ მე ინტერში ბალასტად არ მოვსულვარ…“
1423394173
ინტერის რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩის შემდეგ, ფრანჩესკო აჩერბიმ კომენტარი გააკეთა.
„დებიუტით ძალიან ბედნიერი ვარ, მე ინტერში ბალასტად არ მოვსულვარ, მე ამბიციური ვარ და სასტარტო შემადგენლობისთვის ბრძოლას ვაპირებ.
„ჩემი ერთადერთი საზრუნავი ფიზიკური კონდიციები იყო, რადგან ბოლო 3 თვის განმავლობაში თამაშის საშუალება არ მეძლეოდა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად პოზიტიურად განვითარდა.
„დღევანდელი გამარჯვება როგორც ქულების, ასევე მენტალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული ჩავარდნები, თუმცა გუნდი ნელ-ნელა ფორმაში შედის და დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში ჩვენ უფრო მოვუმატებთ.“