Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აჩერბი:“ ჩვენ ახლოს ვართ გავხდეთ ის გუნდი, რომლის ხილვაც სარის სურს“

მაურიციო სარის შემდეგ, ლოკომოტივთან მატჩის წინ პრეს-კონფერენციაზე ფრანჩესკო აჩერბიმაც ისაუბრა.

„ჩვენ ამ დატვირთული კალედარის პირობებში თამაშს განვაგრძობთ, თუმცა როგორც ლაციოს ფეხბურთელები ვალდებულები ვართ, რომ ჩვენ ნებისმიერ ტურნირზე 100 პროცენტით დავიხარჯოთ.

„ერთ-ერთი სტატისტიკის მიხედვით, საშუალოდ გუნდს სეზონში 75 მატჩის გამართვა უწევს, საიდანაც 50 ყოველ 3 დღეში ერთხელ იმართება. იმ ადამიანებს, რომლებსაც სერია ა-ს გუნდების შემცირება სურთ, მართლები არიან. რადგან ასეთ დატვირთვას უამრავი ტრავმა სდევს თან.

„როგორ ვეგუებით სარის იდეებს ? ვფიქრობ, რომ სეზონის სტარტიდან ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი განვიცადეთ. გარკვეულ კომპონენტებში ჩვენ უკვე მაღალ დონეზე ვართ, თუმცა რა თქმა უნდა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, რადგან თითოეულ დეტალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„გრანდების წინააღმდეგ თამაშის დროს ერთმა შეცდომამ შესაძლოა მატჩის ბედი გადაწყვიტოს, ამიტომ ჩვენ შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.“