Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აძურის კაპიტანი უბრუნდება

იტალიის ნაკრები ბელგიასთან გასამართი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს და აძურის იმედი აქვს, რომ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას გუნდის კაპიტანი ჯორჯო კიელინი მოახერხებს.

36 წლის ფეხბურთელის თამაში ბელგიის წინააღმდეგ ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ის ბელგიის ლიდერის რომელუ ლუკაკუს თამაშს კარგად იცნობს და ბონუჩი-კიელინის დუეტი აძურის ბელგიელი ფორვარდის შეჩერებაში კარგ დახმარებას გაუწევს.

ჯერჯერობით უცნობია ალესანდრო ფლორენცის სიტუაცია, თუმცა ჯერჯერობით რომას ფეხბურთელი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელგიის წინააღმდეგ თამაში მოახერხოს.

ჯიჯო დონარუმა და ლეონარდო სპინაცოლა არის ორად ორი ფეხბურთელი, რომელთა სასტარტოში ყოფნა უკვე გადაწყვეტილია, თუმცა ნახევარდაცვის ხაზში შესაძლოა პესინა-ლოკატელის დუეტი სტარტიდანვე ვიხილოთ.

ასევე არ არის გამორიცხული, რომ დომენიკო ბერარდი სასტარტო შემადგენლობაში ფედერიკო კიეზამ ჩაანაცვლოს.