Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აძურის კიელინიც გამოაკლდა

იტალიის ნაკრების რიგებში საკადრო პრობლემები გრძელდება და ჩირო იმობილეს, მარკო ვერატის, ნიკოლო ძანიოლოს და ლორენცო პელეგრინის შემდეგ, გუნდს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ჯორჯო კიელინი გამოაკლდა.

კიელინიმ სერია ა-ს ბოლო ტურში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო, თუმცა რობერტო მანჩინიმ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ის შვეიცარიასთან თამაშს მოახერხებდა, თუმცა როგორც ჩანს ვეტერანი უკანახაზელის სიტუაცია გართლდა და რომეო აგრესტის ინფორამციით, მას ტურინში დაბრუნება დროზე ადრე მოუწევს.

იტალია 12 ნოემბერს შვეიცარიის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს და რობერტო მანჩინის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლა საკმაოდ სერიოზული პრობლემების ფონზე მოუწევს.