Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აძურის რიგებში იმობილე კინმა ჩაანაცვლა

ლაციოს ფორვარდი ჩირო იმობილე იტალიის ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება და მას იუვენტუსის შემტევი მოიზე კინი ჩაანაცვლებს.

იმობილემ ტრავმა ევროპა ლიგის მატჩში ლოკომოტივის წინააღმდეგ მიიღო. ჩიროს ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ მას დაახლოებით 10 დღე გაუცდება და შესაბამისად ვერც ბოლონიასთან ვერ ითამაშებს და ვერც აძურის დაეხმარება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჩირო 16 ოქტომბერს გასამართი მატჩისთვის, რომელშიც არწივები ინტერს დაუპირისპირდებიან, გუნდის ლიდერი მზად იქნება.