Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აძურის რიგებში ლაცარის კალაბრია ჩაანაცვლებს

მილანის უკანახაზელი დავიდე კალაბრია მსოფლიოს შესარჩევ მატჩებში აძურის რიგებში ითამაშებს.

როსონერის ახალგაზრდა უკანახაზელი იტალიის ნაკრებში ტრავმირებულ მანუელ ლაცარის ჩაანაცვლებს, რომელიც სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და მისი მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

კალაბრიას აძურის ნაკრებში სულ 2 მატჩი აქვს გამართული და მისი გუნდში დაბრუნება გასულ სეზონში ნაჩვენები შესანიშნავი ფეხბურთის დამსახურებაა, რომელიც 2019-20 წლებში ჩატარებულ არც თუ ისე წარმატებულ სეზონს მოჰყვა…