Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აძური რეკორდების დამყარებას განაგრძობს…

იტალია ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავ სვლას განაგრძობს და რეკორდს რეკორდზე ხსნის. აძური გახდა პირველი გუნდი ისტორიაში, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ეგიდით (შესარჩევები და უშუალოდ ტურნირი) გამართული ზედიზედ 15 მატჩი მიიღო და მეოთხე, რომელმაც უშუალოდ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ 5 შეხვედრაში გაიმარჯვა.

აქამდე ყველა დროის რეკორდი იოაჰიმ ლოვს და მის გერმანიას ეკუთვნოდათ – 14 მატჩიანი გამარჯვებების სერია, რომელიც მათ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაამყარეს და მათი გაჩერება ნახევარფინალში სწორედ იტალიამ მოახერხა.

აძურიმ ამ დროისთვის ევროპის ჩემპიონატზე 11 გოლის გატანა მოახერხა, რაც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ერთ ტურნირზე ყველაზე კარგი მაჩვენებელია. მაშინ აძურიმ 12 გოლის გატანა მოახერხა.