Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აძური ფინალში იდენტური შემადგენლობით ითამაშებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, რობერტო მანჩინი ინგლისის წინააღმდეგ იმავე შემადგენლობას გაიყვანს, რომლითაც ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშა.

შეხვედრა კვირას, 11 ივლისს უემბლის სტადიონზე გაიმართება და მატჩს ბიორნ კუიპერსი განსჯის.

მანჩინიმ დღეს განცალკევებით იმ თერთმეტეულთან ერთად იმუშავა, რომლებმაც ესპანეთის წინააღმდეგ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, იტალიის შემადგენლობაში ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

იტალიის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

დონარუმალ დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი, ემერსონი; ბარელა, ჟორჟინიო, ვერატი; კიეზა, იმობილე, ინსინიე