Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ახალი კონტრაქტი ბროზოვიჩს?

ინტერი მარსელო ბროზოვიჩთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს,სადაცა გამოსასყიდი თანხა მითითებული არ იქნება.

ნერაძური ხორვატ ფეხბურთელს კონტრაქტს 2023 წლის ივნისამდე გაუფორმებს და გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს.

27 წლის ფეხბურთელი ინტერის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა და ანტონიო კონტეს მისვლის შემდეგ,დაცვითი ნახევარმცველის როლი გუნდში კიდევ უფრო გაიზარდა.

მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წელს იწურება და მისი გამოსყიდვა ნებისმიერ მსურველს 60 მილიონი ევრო დაუჯდება,სწორედ ამ პუნქტის ამოღება სურს ბეპე მაროტას.

ბროზოვიჩმა მიმდინარე სეზონში 23 თამაშში მიიღო მონაწილეობა,სადაც 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო.

Leave a Reply

Your email address will not be published.