Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ახალი კონტრაქტი და კაპიტნის სამკლაური კიაერს…

სიმონ კიაერი, რომლის ტრანსფერიც მილანს სევილიადან სულ რაღაც 3.5 მილიონი ევრო დაუჯდა, პირველივე მატჩიდან როსონერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი და გუნდის ლიდერი გახდა.

32 წლის დანიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და MilanLive-ს ინფორმაციით, როსონერი მას ახალ ხელშეკრულებას უკვე უმზადებს.

წყაროს ცნობით, ახალი ხელშეკრულების მიხედვით კიაერი მილანში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება, სურვილის შემთხვევაში კი მხარეებს მისი გახანგრძლივება კიდევ ერთი წლით შეეძლებათ, ფეხბურთელის ანაზღაურება კი 1.3 მილიონიდან დაახლოებით 2 მილიონადმე გაიზრდება.

წყაროს ცნობით, სიმონ კიაერი შესაძლოა მილანის მომდევნი კაპიტანიც გახდეს. ალესიო რომანიოლის მილანური მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, ჯიჯო დონარუმა კი უახლოეს დღეებში პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება, ასაკის გამო ზლატანის ვარიანტიც ნაკლებად სავარაუდოა, ამიტომ კიაერის კაპიტნის სამკლაურით ხილვა მოულოდნელი სულაც არ არის…