ახალი კონტრაქტი და შემცირებული ხელფასი რონალდუს ?
პორტუგალიურ მედიაში კრიშტიანუ რონალდუს იუვენტუსში დარჩენის შესახებ ცნობები არ წყდება და უკვე რამდენიმე გამოცემამ დაადასტურა, რომ ბიანკონერიმ შესაძლოა პორტუგალიელს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.
სხვადასხვა გამოცემის ცნობით, იუვენტუსს კრიშტიანუსთან კონტრაქტის 1 წლით – 2023 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება სურს, ხელფასის სახით კი მას სეზონში 31 მილიონის ნაცვლად 20 მილიონს გადაუხდის.
ჯერჯერობით რომელი წყაროა უფრო სანდო უცნობია, მაგრამ ერთ რამ ფაქტია, იუვენტუსის სატრანსფერო სტრატეგია პორტუგალიელის მომავალზეა დამოკიდებული და მას გადაწყვეტილების მიღება უმოკლეს დროში მოუწევს.