Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ახალი მწვრთნელი,ახალი სატრანსფერო სამიზნეები…

ანდრეა პირლოს გუნდში მისვლის შემდეგ,იუვენტუსმა ჟორჟინიო დაივიწყა და სანდრო ტონალის ტრანსფერზე გადაერთო.

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ მაურიციო სარი გუნდიდან გაუშვეს და ყველასთვის მოულოდნელად მის ადგილზე ანდრეა პირლო დანიშნეს და ვისი ხილვა ენდომება გუნდში მაესტროს,თუ არა ‘შემდეგ პირლოდ’ შერაცხული ტონალისა.

ტონალის ტრანსფერს ინტერი ლიდერობს,რადგან მილანური გუნდი ბრეშასთან მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს,თუმცა გუნდებს შორის შეთანხმება მიღწეული ჯერ კიდევ არ არის.

მის ალტერნატივად ტურინელები სასუოლოს მანუელ ლოკატელის მოიაზრებენ,რომელსაც იუვენტუსს უკვე რამდენიმე კვირაა უკავშირებენ.

არტურ მელო და და დეიან კულულევსკის იუვეში მისვლა უკვე გადაწყვეტილია და ისინი პირლოს 4-3-3-ს შესანიშნავად მოერგებიან,თუმცა ბიანკონერისთვის არკადიუშ მილიკი პრიორიტეტული სამიზნე აღარ არის.

Leave a Reply

Your email address will not be published.