Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ახალი რომა,ახალი სპორტული დირექტორით?

რომაში ახალი,დენ ფრიდკინის ერა იწყება და გუნდში ახალ სპორტულ დირექტორზე უკვე ალაპარაკდნენ,კანდიდატებად კი ჯანლუკა პეტრაჩი,რალფ რანგნიკი და ფრანჩესკო ტოტი განიხილებიან.

Friedkin Group-მა რომას შეძენა 591 მილიონ ევროდ უკვე დაადასტურა და გუნდის გადახალისებას იმ წამიდან შეუდგება,როდესაც მხარეები ყველა საბუთს მოაგვარებენ, ეს ყველაფერი კი დაახლოებით აგვისტოს ბოლოს მოხდება.

ყველაზე რეალურ კანდიდადატ გუნდის და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა,ფრანჩესკო ტოტი მოიაზრება,თუმცა რალფ რანგნიკიც საკმაოდ პოპულარული არჩევანია.მილანში მისი მისვლის ჩაშლის მიუხედავად,გერმანელმა სპეციალისტმა რედ  ბულთან კონტრაქტი გაწყვიტა და რომაში მისვლა მას თავისუფლად შეუძლია.

Leave a Reply

Your email address will not be published.