Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ახალი წინადადება და ულტიმატუმი კესის…

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი მზად არის კესის კიდევ ერთი, გაუმჯობესებული წინადადება შესთავაზოს, თუმცა მისგან პასუხს უახლოეს მომავალში ელოდება.

MilanNews-ის ინფორამციით, როსონერი მზად არის კოტ-დიუვარელ ფეხბურთელს, რომელსაც ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება, ახალი კონტრაქტის მიხედვით ხელფასი 6.5 მილიონ ევრომდე გაუზარდოს, რაც მის ამჟამინდელ გასამრჯელოზე თითქმის 3-ჯერ მეტია.

წყაროს ინფორამციით, კესის აგენტი კონტრაქტის გასაფორმებლად სეზონში 8.5 მილიონს ითხოვს, რის გადახდასაც მილანი არ აპირებს და როსონერი მზად არის მას ულტიმატუმი წაუყენოს, როგორც გუნდი ჯიჯო დონარუმას შემთხვევაში მოიქცა და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მასთან მოლაპარაკებები შეწყვიტოს.