Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ახალი Fair Play-ს სისტემა უმოკლეს დროში დაინერგება, მაგრამ მისი იმედი ბევრს არ აქვს…

გავლენიანი წყაროების ინფორმაციით, 9-10 სექტემბერში UEFA-ს კრება გაიმართება, სადაც ევროპული ფეხბურთის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია ახალი Fair Play-ს წესებს განიხილავს და დიდი ალბათობით მას დაამტკიცებს კიდეც.

The Times-ის და სხვა გამოცემების მტკიცებით, ახალი Fair Play-ს წესის მიხედვით გუნდებს ფეხბურთელების ხელფასებზე, აგენტებისთვის გადასახდელ თანხებზე და უშუალოდ ტრნსფერებზე გუნდების მთლიანი შემოსავლის 65-70 პროცენტის დახარჯვა შეეძლებათ, ვინც ამ პროცენტს გადააჭარბებს მათ მსუყე ჯარიმების გადახდა მოუწევთ, მაგრამ სხვა არანაირი სანქცია არ მოჰყვება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ეს ცვლილება ისედაც ცუდ სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს, რადგან ისეთ გუნდებს, როგორებიც პსჟ, სიტი და სხვა მდიდარი გუნდები არიან, კაპიტალს შენიღბული სპონსორების დახმარებით გაიზრდიან და ზოგ შემთხვევაში არც ჯარიმის გადახდას მოერიდებიან, სხვა გუნდების შანსები კი კიდევ უფრო შემცირდება…