Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბაზინი:“ ინტერს კონტეს სული აკლია“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციანო ბაზინიმ ინტერის შესახებ ისაუბრა.

„არის თუ არა ინტერი სწორ გზაზე ? დიახ, რადგან გასულ წლებთან შედარებით გუნდის ხარისხმა და ამბიციებმა მოიმატა, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კონტეს ინტერს არ ჰგავს, ეს ინტერი გასული სეზონისგან განსხვავებულია.

„გუნდი ყველა თამაშს კარგად იწყებს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ისინი ინიციატივას მეტოქეს უთმობენ და ამის გამო არაერთი ქულა დაკარგეს, აშკარაა, რომ გუნდში რაღაც კარგად ვერ არის.

„კონტე ბოლო 8 მატჩში მოგებული 1 თამაშით ბედნიერი ვერ იქნება, ინტერი არის გუნდი, რომელიც შეხვედრების და ტიტულების მოსაგებად შეიქმნა.

„კონტეს ცვლილებები თამაშის პროცესში ძალიან მარტივად გამოსაცნობია, რაც მას აქამდე არ ახასიათებდა. ჩემი აზრით, როდესაც საქმე კარგად ვერ მიდის, მან თავისი ცოდნა უნდა გამოიყენოს და სტანდარტულ ცვილებებს მოერიდოს.

„ატალანტასთან მატჩის დროს ბერგამოში ვიყავი და ვფიქრობდი, თუ როგორ შეიძლება ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს ნათამაშები და პრემიერ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ითვლებოდა, 10 წუთიც კი არ მიიღოს სათამაშოდ.“