Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბაიერნის დირექტორმა დე ლიხტის გერმანიაში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბაიერნის დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ტურინში იმყოფებოდა და იუვენტუსს მატაის დე ლიხტის თაობაზე შეხვდა, ნიდერლანდელის ტრანსფერის შანსები შეაფასა.

„ჩემთვის ტურინში ჩასვლა და გუნდის ხელმძღვანელებთან: არივაბენესთან, კერუბინისთან და ნედვედთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. მე იქ 4 სეზონი გავატარე და გუნდთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.

„ჩვენ იუვესთან მოლაპარაკებები 2-ჯერ გავმართეთ და ვნახოთ, როგორ დასრულდება ყველაფერი. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც ბაიერნისთვის იქნება საუკეთესო.“