Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბაიერნის ნახევარმცველი რომას რადარზე

რომა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდისთვის აქტიურად ემზადება და მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი ნახევარმცველის გაფორმება იქნება.

ჯალოროსის მთავარი სამიზნე გლადბახიდან დენის ზაქარია გახლდათ, მაგრამ ფეხბურთელის მიმართ გაზრდილი კონკურენციის გამო ჟოზე მოურინიოს გუნდი მის ალტერნატივებს ეძებს და იტალიური წყაროების ცნობით, ასეთი ბაიერნის ესპანელი ფეხბურთელი მარკ როკა იქნება.

25 წლის ესპანელი გერმანული გრანდის გეგმებში არ შედის. მან მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 23 წუთი გაატარა და აშკარაა, რომ რეკორდმაისტერები ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნებიან.