Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბაიერნი ბროზოვიჩის იჯარაზე მუშაობს?

ინტერის სპორტულმა დირექტორმა გუშინ დაადასტურა, რომ ბროზოვიჩმა შესაძლოა გუნდი დატოვოს.

სეზონის სტარტზე ხელშეუხებელ ფეხბურთელად მიჩნეულმა ხორვატმა არც თუ ისე წარმატებული სეზონი ჩაატარა და მოედნის გარეთ მომხდარი ინციდენტების გამო გუნდის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაც დაეძაბა.

ბროზოვიჩმა გუშინდელ ინტერვიუში ინტერში დარჩენის სურვილი ღიად დააფიქსირა, თუმცა გერმანულ მედიაში მაინც გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ ბაიერნი ბროზოვიჩის იჯარით დამატებას გეგმავს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

Leave a Reply

Your email address will not be published.