Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბაიერნი გუნდში ალეგრის მიყვანას განიხილავს ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, ბაიერნი ჰანსი ფლიკის შემცვლელს ეძებს და მათი ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი მაქს ალეგრი იქნება.

SportMediaset-ის ცნობით, ფლიკის წასვლა გერმანული გრანდიდან უკვე გადაწყვეტილია და რეკორდმაისტერები ლაიფციგის ნაგელსმანთან ერთად, მაქს ალეგრის ვარიანტს განიხილავენ.

ალეგრიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომდევნო სეზონიდან ფეხბურთში ბრუნდება და მისი სახელი უკვე რომას, იუვენტუსს, ნაპოლის და სხვა რამდენიმე უცხოურ გუნდს დაუკავშირეს.