Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბაიერნი დე ლიხტის ტრანსფერით ინტერესდება

ესპანური წყაროების ინფორმაციით, ბაიერნი ზაფხულში იუვენტუსის ნიდერლანდელი მცველის მატაის დე ლიხტის გაფორმებას შეეცდება.

Todofichajes-ის ცნობით, რეკორდმაისტერები მის გაფორმებას ჯერ კიდევ მისი აიაქსში ყოფნის დროს ცდილობდნენ, რაც რაიოლამ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კომენტარში დაადასტურა და გერმანელები ბედს კიდევ ერთხელ სცდიან.

წყაროს ცნობით, ბაიერნი იუვენტუსს ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს შესთავაზებს. მის კონტრაქტში ზაფხულიდან ამოქმედდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნიდერლანდელი ტალანტის გამოსყიდვა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს 150 მილიონად შეუძლია…