Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბაიერნი ერიქსენის ტრანსფერით დაინტერესებული არ არის

კრისტიან ერიქსენის ინტერიდან წასვლა იანვარში ფაქტობრივად გადაწყვეტილია და დანიელი ფეხბურთელი არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მათ შორის ბაიერნს.

გერმანული გამოცემა BILD-ის მტკიცებით კი რეკორდმაისტერი კრისტიან ერიქსენის გაფორმებით დაინტერესებული არ არის.

ამ ეტაპზე ერიქსენის ტრანსფერისთვის პსჟ და მანჩესტერ იუნაიტედი იბრძვიან, თუმცა იტალიური მედიის მტკიცებით 28 წლის ფეხბურთელს ინგლისში დაბრუნება არ სურს და პსჟ-ში გადაბარგებას აპირებს.