Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბაიერნი ვიკარიოს ტრანსფერზე მუშაობს

იტალიური წყაროების ცნობით, ბაიერნი ემპოლის კიპერის გილერმო ვიკარიოს ტრანსფერზე მუშაობს.

რეკორდმაისტერები ტრავმირებული მანუელ ნოიერის შემცვლელის ძიებაში არიან და Tuttosport-ის ცნობით, მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ 26 წლის იტალიელი კიპერი გახლავთ.

წყაროს ინფორმაციით, გერმანელებმა ემპოლის ვიკარიოს სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო შესთავაზა, ტოსკანელები კი თავის მხრივ 30 მილიონს ითხოვენ.