ბაიერნი იუვეს მოთხოვნილი თანხის გადახდას დათანხმდა…
Calciomercato-ს ინფორმაციით, ბაიერნი მატაის დე ლიხტის სანაცვლოდ იუვენტუსის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას დათანხმდა და უახლოეს საათებში ბიანკონერის ახალი წინადადებით მიმართა.
წყაროს ცნობით, რეკორდმაისტერი იუვენტუსს ნიდერლანდელი უკანახაზელის სანაცვლოდ დაახლოებით 80 მილიონ ევროს და ბონუსებს შესთავაზებს, რომლის ჩათვლით ბიანკონერი საბოლოო ჯამში 90 მილიონს მიიღებს.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსს დე ლიხტის გაყიდვა უმოკლეს დროში სურს, რომ მისი შემცვლელის გაფორმება მოახერხოს და ამერიკულ ტურნეში, რომლის დროსაც ბიანკონერი ბარსელონას და რეალს დაუპირისპირდება, ახალი მცველის თანხლებით გაემგზავროს…