Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბაიერნი კიეზაში 80 მილიონს იხდის…

ფედერიკო კიეზამ იუვენტუსში ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შემდეგ თავისი ტალანტის საუკეთესო კუთხით წარმოჩენა იტალიის ნაკრებშიც შეძლო და 23 წლის იტალიელი ტალანტი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ XI-შიც კი მოხვდა.

ბოლო დღეებში ფედერიკო კიეზას სახელი ბაიერნს და ლივერპულს დაუკავშირეს, Corriere dello Sport-ის ცნობით კი გერმანელები მის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს იხდიან, თუმცა იუვენტუსმა რეკორდმაისტერები კატეგორიული უარით გაისტუმრა, რადგან ტურინელები კიეზას გაყიდვას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებენ.

კიეზა იუვენტუსს გასული სეზონის სტარტზე ფიორენტინადან 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, რის სანაცვლოდაც ბიანკონერიმ 10 მილიონი გადიხადა და მისი გამოსყიდვის ვალდებულება 35 მილიონად აქვთ. მან სადებიუტო სეზონში ჩატარებულ 46 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.