Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბაიერნი კრისტიან ერიქსენის გაფორმებას ცდილობდა

გერმანული Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბაიერნი ინტერის ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის გაფორმებას ცდილობდა.

გამოცემის მტკიცებით, გუნდებმა მოლაპარაკებებიც წამოიწყეს, თუმცა ნერაძურიმ ტრანსფერში ჟერომ ბოატენგის ჩართვა მოითხოვა, რაზეც გერმანელებმა უარი განაცხადეს.

ერიქსენი მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 2-ჯერ ვიხილეთ და ლიმიტირებულ დროში ფეხბურთელმა ჯერჯერობით ვერც გოლის და ვერც საგოლე გადაცემის გაკეთება ვერ მოახერხა. მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია არ წყდება და არ არის გამორიცხული, დანიელმა ფეხბურთელმა ინტერი იანვარში დატოვოს.