Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბაიერნი მილანს ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს

გავლენიანი გამოცემა GOAL-ის ინფორმაციით, ბაიერნი მილანის პორტუგალიელი ტალანტის რაფაელ ლეაუს ტრანსფერით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, რეკორდმაისტერები ლეაუს გაფორმებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდებიან და პორტუგალიელის ტრანსფერში კინგსლი კომანის ჩართვის იმედი აქვთ, რითიც მათ მოთხოვნილი თანხის შემცირება სურთ.

მილანი თავის მხრივ ლეაუს გაშვებას არ აპირებს და მხარეებს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, მაგრამ თუ შეთანხმება სეზონის ბოლომდე ვერ მოხერხდა, იტალიურ გრანდს შესაძლოა პორტუგალიელის გაყიდვა მოუწიოს.