ბაიერნი პერიშიჩს არ გამოისყიდის

მიუნხენის ბაიერნმა ივან პერიშიჩის საბოლოოდ გამოსყიდვაზე უარი თქვა და ფეხბურთელი სეზონის ბოლოს ნერაძურის დაუბრუნდება.

პერიშიჩმა მიმდინარე სეზონში 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა,სადაც 6 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა,თუმცა როგორც ჩანს,ეს გერმანელებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.ბაიერნს ხორვატი ფეხბურთელის გამოსყიდვა 20 მილიონ ევროდ შეეძლო.

იტალიური მედიის ინფორმაციით,გერმანულ გრანდს პერისიჩის გაფორმება 13 მილიონ ევროდ სურდათ,რაზეც ინტერმა უარი განაცხადა.

Leave a Reply

Your email address will not be published.