Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბაიერნს და ინტერს შეთანხმებამდე 3 მილიონი აშორებთ

ინტერი და ბაიერნი ივან პერიშიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ და შეთანხმებასთან ახლოს არიან.

პერიშიჩი ბაიერნს იჯარის წესით სეზონის სტარტზე შეუერთდა და ტრებლის მოგება მოახერხა, თუმცა გერმანელებს მის სანაცვლოდ 12 მილიონზე მეტის გადახდა არ სურს.

გამოცემის მტკიცებით, ინტერი მზად არის ხორვატი ფეხბურთელი 15 მილიონად გაუშვას, რაც ბაიერნის შეთავაზებაზე 3 მილიონით მეტია და დიდი ალბათობით, გუნდები შეთანხმებას მოკლე დროში მიაღწევენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.