Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბაიერნს ჰაკიმის გაფორმება სურს

ესპანური მედიის ცნობით, ზაფხულში მიუნხენის ბაიერნი ინტერის უკანახაზელის აშრაფ ჰაკიმის გაფორმებას შეეცდება.

ჰაკიმი ანტონიო კონტეს ინტერის ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელია და მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა, რითიც ნერაძურის სკუდეტოს მოპოვებაში დიდი დახმარება გაუწია.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, რეკორდმაისტერები დავიდ ალაბას შემცვლელს ეძებენ და მათი უპირველესი არჩევანი სწორედ 22 წლის ფეხბურთელია. წყაროს ცნობით, გერმანელებს ინტერის ფინანსური სირთულეებით სარგებლობა სურთ და იმედი აქვთ, რომ ფეხბურთელის დამატებას მოახერხებენ.