Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბაიოკინი:“ მილანს ზიეიჩის იჯარით დამატება გაუჭირდება“

Sky Sport-ის ჟურნალისტმა მანუელე ბაიოკინიმ ჰაკიმ ზიეიჩის მილანში შესაძლო ტრანსფერის შანსებზე ისაუბრა.

„მილანის ინტერესი ზიეიჩის მიმართ ახალი არ არის, თუმცა როსონერის მისი იჯარით გაფორმება გაუჭირდება.

„ჩელსიმ ზიეიჩის სანაცვლოდ 40 მილიონი გადაიხადა და ფულის დაკარგვას არ აპირებს. ჰაკიმს შესანიშნავი პერიოდი აქვს, ის გუნდთან ერთად კარგ ამხანაგურ მატჩებს ატარებს და ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ლონდონელებმა ის გუნდიდან იჯარით გაუშვან. ზიეიჩი გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე ფულის გადახდას ახლავე მოისურვებს, მილანი კი მათ რიცხვში არ შედის.“