Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბაკაიოკო:“მილანი ჩემს გულშია“

ბოლო საათებში დიავოლომ ტიემუ ბაკაიოკოს ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო და ჩელსის წარმომადგენლებს დაუკავშირდა.

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით,მოლაპარაკებები წარმატებით ვითარდება და არ არის გამორიცხული,რომ ბაკაიოკო მილანში ოფიციალურად უახლოეს დღეებში დაბრუნდეს.

Tuttomercato თავად ფეხბურთელს დაუკავშირდა და მისი მილანში შესაძლო ტრანსფერის შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვა.

„ყველამ იცის,რომ მილანი ჩემს გულშია და მე ამ გუნდთან და ქალაქთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს.ახლა ჩელსის ფეხბურთელი ვარ,თუმცა ფეხბურთში არასდროს იცი, თუ რას გიმზადებს მომავალი.“

Leave a Reply

Your email address will not be published.