ბაკაიოკომ მილანის დატოვება გადაიფიქრა…
მილანის ნახევარმცველმა ტიემუ ბაკაიოკომ მილანის დატოვება გადაიფიქრა და ის სეზონის ბოლომდე როსონერის რიგებში დარჩება.
ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერზე თურქული ადანა დემირსპორი მუშაობდა და მათი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა ბაკაიოკოს დარწმუნებას პირადად ცდილობდა, თუმცა როგორც ჩანს, უშედეგოდ.
Sky Sport-ის ინფორმაციით, სეზონის ბოლოს ბაკაიოკო ჩელსისთან კონტრაქტსაც გაწყვეტს, თავისუფალი აგენტი გახდება და ახალ გუნდს სრულაიდ უფასოდ შეუერთდება.