ბაკაიოკომ ჩელსი უარით გაისტუმრა და მილანში დაბრუნება სურს
MilanNews-ის ინფორმაციით, ჩელსიმ ტიემუ ბაკაიოკოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სცადა, რაზეც ფეხბურთელმა უარი თქვა და მას იმედი აქვს, რომ მომდევნო სეზონიდან მილანში დაბრუნდება.
26 წლის ნახევარმცველს ჩელსისთან მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება. მან იჯარის წესით მილანში 2018-19 წლების სეზონი გაატარა, სადაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და როსონერის მისი გამოსყიდვა სურდა, თუმცა გუნდები ფინანსურ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ და ბაკაიოკო ლონდონელებს დაუბრუნდა.
იქიდან გამომდინარე, რომ ბაკაიოკოს კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, ჩელსის მისი გაყიდვა შედარებით იაფად მოუწევს და არც ის არის გამორიცხული, რომ ტიემუმ ჩელსისთან კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივოს და მილანს იჯარით შეუერთდეს, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.