Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბაკაიოკოს აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა

ბაკაიოკოს აგენტის თქმით, მის კლიენტს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და მისი ნაპოლიში დარჩენა საკმაოდ საეჭვოა.

ბაკაიოკო ნაპოლის ჩელსიდან ოქტომბერში, იჯარის წესით შეუერთდა, თუმცა პარტენოპეის მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს.

„ახლა ნაპოლის კარგი პერიოდი აქვს. ტიემუმ გოლის გატანა მოახერხა და გუნდი ოთხეულში დაბრუნდა.

„ტიემუ სერია ა-ს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს და ამით ბედნიერია. ჯენარო გატუზომ ბაკაიოკოს ნაპოლიში ტრანსფერში დიდი როლი ითამაშა და ტიემუს ქალაქი და გუნდი ძალიან მოსწონს.

„თუმცა ჯერ იმაზე საუბარი, დარჩება თუ არა ის ნაპოლის რიგებში, ძალიან ადრეა. მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, მაგრამ მისი მომავალი ასევე ნაპოლის და ჩელსის გეგმებზეა დამოკიდებული. ნაპოლის კონტრაქტის მიხედვით მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს, თუმცა ტიემუ აქ დარჩენის შემთხვევაში ბენდიერი იქნება.“