Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბაკაიოკოს აგენტმა ფეხბურთელი ინტერს შესთავაზა

ნაპოლიში იჯარით გატარებული სეზონის შემდეგ, ჩელსის ნახევარმცველს ტიემუ ბაკაიოკოს სერია ა-ში დარჩენა სურს და მისმა აგენტმა ფეხბურთელისთვის ძიება უკვე დაიწყო.

ბაკაიოკოს კონტრაქტი ჩელსისთან 2022 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ მისი გაფორმება საკმაოდ კარგ ფასად იქნება შესაძლებელი და ფრანგი ფეხბურთელისთვის პრიორიტეტული მილანის რიგებში დაბრუნებაა, სადაც იჯარის წესით 2018 წელს თამაშობდა.

თუმცა, L’Interista-ს ინფორმაციით, მილანის გარდა ფეხბურთელის აგენტმა მოლაპარაკებები ნერაძურისთან გამართა და მათ ფეხბურთელის სამსახური შესთავაზა, ბენეამატას პასუხი კი ჯერჯერობით უცნობია.