Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბაკაიოკოს გარდა, მილანს ჩელსიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი სურს

ჩელსის და მილანს შორის ტიემუ ბაკაიოკოს თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და დიდი ალბათობით, ფეხბურთელი როსონერის უახლოეს დღეებში, იჯარის წესით შეუერთდება და დიავოლოს მისი გამოსყიდვის საშუალება 30-35 მილიონ ევროდ ექნება.

Radio Rossonera და SportItalia ირწმუნებიან, რომ მხარეები ბაკაიოკოს გარდა კიდევ ერთი ფეხბურთელის ტრანსფერს განიხილავენ.

საქმე 26 წლის ბელგიელ ფორვარდს, მიჩუ ბატშუაის ეხება. როსონერი ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ახალი კონტრაქტის გაფორმების იმედს არ კარგავს, თუმცა შვედი რომც დარჩეს, ეს ერთწლიანი კონტრაქტი იქნება და როსონერი მის შემცვლელს აქედანვე ეძებს.

ბატშუაიმ მიმდინარე სეზონში ჩელსის მაისურით ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა შეძლო.

Leave a Reply

Your email address will not be published.