ბაკაიოკოს მილანში დასაბრუნებლად ხელფასის შემცირება მოუწევს

ტიემუ ბაკაიოკომ მილანში გატარებული ერთ სეზონში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და როსონერი მის დაბრუნებას განიხილავს.

Corriere dello Sport-ის მტკიცებით,მილანის მესვეურებს ესმით,რომ ბაკაიოკო ჩელსის გეგმებში არ შედის და ამ სიტუაციის გამოყენებას შეეცდებიან.ლომბარდიელები ისმაელ ბენასერის პარტნიორს ეძებენ და მათი ერთ-ერთი ფავორიტი სწორედ ჩელსის შუახაზელია.

სურვილის მიუხედავად,ბაკაიოკოს გაფორმება მარტივი ნამდვილად არ იქნება.ჩელსი მის სანაცვლოდ 42 მილიონ ევროს ითხოვს,სწორედ იმ თანხას,რაც ახლა მონაკოში იჯარის წესით მოთამაშე ბაკაიოკოს მონაკოში აქვს.

რალფ რანგნიკი,რომელიც სულ მალე მილანში ოფიციალურად დაინიშნება,ბაკაიოკოს ტრანსფერს ემხრობა,თუმცა ფეხბურთელს,რომელიც ამჟამად სეზონში 6 მილიონს გამოიმუშავებს,ხელფასის შემცირება მნიშვნელოვნად მოუწევს.

Leave a Reply

Your email address will not be published.