Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბაკაიოკოს მილანში ტრანსფერი ჩაიშალა

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანი და ჩელსი ტიემუ ბაკაიოკოს სატრანსფერო ღირებულებაზე ვერ შეთანხმდნენ და დიდი ალბათობით, დიავოლო სხვა ვარიანტებზე გადაერთვება.

წყაროს ინფორმაციით, მილანი ვერც ბაკაიოკოს შეუთანხმდა პირადი კონტრაქტის დეტალებზე. ფრანგ ფეხბურთელს ანაზღაურების სახით სეზონში 5 მილიონი ევრო სურდა, მილანი კი არც ამ თანხის და არც ჩელსის მიერ მოთხოვნილი 30 მილიონის გადახდას არ აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მილანი ბენფიკას ფლორენტინო ლუისის და ლილის ბაბაკარი სუმარეს ტრანსფერებზე უკვე მუშაობს.

Leave a Reply

Your email address will not be published.