Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბაკაიოკოს წასვლის შემთხვევაში, მილანი აუარის ტრანსფერის დახურვას გეგმავს

იტალიური მედიის ცნობით, თურქული ადანა დემისპორი და პირადად ვინჩენცო მონტელა, რომელიც მათი მწვრთნელი გახლავთ, ტიემუ ბაკაიოკოს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობენ და ფეხბურთელის დარწმუნებას ცდილობენ, კარიერა სუპერ ლიგაში გააგრძელოს.

MilanNews-ის ინფორმაციით, თუ მონტელამ ბაკაიოკო დაიყოლია და ფრანგმა გუნდი დატოვა, როსონერი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლიონიდან ჰუსემ აუარის გაფორმებას ეცდება.

აუარის მიმდინარე კონტრაქტი ლიონთან სეზონის ბოლოს იწურება, ამიტომ ლომბარდიულ გრანდს მისი გაფორმება ზამთარში საკმაოდ ხელსაყრელ ფასად შეეძლება.