Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბაკაიოკო:“ გატუზომ დამარწმუნა“

ნაპოლიში გადასვლის შემდეგ, ტიემუ ბაკაიოკომ პირველიკომენტარი გააკეთა.

მილანის ყოფილი ნახევარმცველი პარტენოპეის ჩელსიდან იჯარის წესით შეუერთდა და ნაპოლის მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს.

„აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდი ძალიან კარგად დამხვდა. ნაპოლის გარდა სხვა არჩევანიც მქონდა, თუმცა გატუზომ დამარწმუნადა მე ძალიან დიდი გუნდის ნაწილი გავხდი.

„ვიბრძოლებთ თუ არა სკუდეტოსთვის ? რა თქმა უნდა, თუმცა ახლა სკუდეტოზე საუბრის დრო არ არის, ჩვენ განვითარება უნდა განვაგრძოთ და თითოეულ თამაშში 3 ქულისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

„უკვე რამდენიმე თვეა მოედანზე არ ვყოფილვარ და ერთი სული მაქვს, თამაშის საშუალება როდის მომეცემა. მომავალ ტურში ატალანტასთან ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება გვაქვს და იმედი მაქვს, მწვრთნელი თამაშის უფლებას მომცემს.“