Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბაკაიოკო იტალიაში ხვალ ჩაფრინდება

Sky Sport Italia, Tuttomercato და SportItalia ერთხმად ადასტურებენ, რომ ბაკაიოკოს ნაპოლიში ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა და მას იტალიაში ხვალ ელოდებიან.

ბაკაიოკო ჯენარო გატუზოს გუნდში უკვე თამაშობდა, 2018-19 წლების სეზონში, როდესაც გატუზო მილანის მწვრთნელი იყო.

ფეხბურთელის დაბრუნება როსონერისაც სურდა, თუმცა ჩელსის მის სანაცვლოდ 25-30 მილიონი ევროს მიღება უნდოდა, რისი გადახდაც მილანმა არ ისურვა.

26 წლის ფრანგი ფეხბურთელი ნაპოლის იჯარით შეუერთდება, გამოსყიდვის უფლების ან ვალდებულების გარეშე.