Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბაკაიოკო მილანის დატოვებას დათანხმდა

მილანის ნახევარმცველი ტიემუ ბაკაიოკო როსონერის დატოვებს და კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ადანა დემისპორის მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ფეხბურთელის დარწმუნება მოახერხა და მან თურქეთში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა.

წყაროს ცნობით, ბაკაიოკო მილანში იჯარას ნაადრევად გაწყვეტს, ჩელსი კი ფეხბურთელთან ხელშეკრულებას ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გააუქმებს და ის თურქეთში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება.