Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბაკაიოკო მილანს უახლოეს დღეებში შეუერთდება

მილანი და ჩელსი შეთანხმებასთან ახლოს არიან და ტიემუ ბაკაიოკო მილანში უახლოეს დღეებში დაბრუნდება.

26 წლის ბაკაიოკო, რომელიც მილანში იჯარის წესით 2018/19 წლების სეზონში თამაშობდა, დიავოლოს ამჯერადაც იჯარის წესით შეუერთდება და მილანს მიის გამოსყიდვის საშუალება 30-35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

ბაკაიოკო, რომელიც ამჟამად ჩელსიში სეზონში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, როსონერიში ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას დათანხმდა და მისი წლიური ანაზღაურება 4.5 მილიონი იქნება.

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ბაკაიოკო მილანს მიმდინარე კვირის ბოლომდე ეწვევა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.