Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბაკაიოკო:“ ყოველთვის ვიცოდი, რომ მილანში დავბრუნდებოდი“

მილანის ახალწვეულმა ტიემუ ბაკაიოკომ, რომელიც როსონერის რიგებს 2-წლიანი იჯარით დაუბრუნდა, როსონერის ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარი გააკეთა.

„მე აქ ყოფნით უბედნიერესი ვარ. როსონერის რიგებში გატარებული პერიოდის შემდეგ შესანიშნავი მოგონებები შემომრჩა და ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღეს აქ დავბრუნდებოდი, ეს ჩემი ოცნება იყო.

„მალდინის რამდენიმე კვირის წინ ვესაუბრე და მისი სურვილი, რომ მე გუნდში დავბრუნებულიყავი, ძალიან მესიამოვნა, ამან მე თავდაჯერებულობა შემმატა.“

27 წლის ფეხბურთელს მილანის რიგებში არაერთი ფრანგულად მოსაუბრე თანაგუნდელი დახვდა, მაგალითად მაიკ მენიო, ტეო ერნანდესი, ფრანკ კესი, ოლივიე ჟირუ, ისმაელ ბენასერი, ფოდე ბალო-ტურე და სხვები.

„მილანის შემადგენლობაში ძალიან ბევრ ფეხბურთელს კარგად ვიცნობ, რაც ძალიან სასიამოვნოა. ბევრ მათგანს გუნდში გადმოსვლამდე ვესაუბრე კიდეც და მათი აქ ყოფნა ჩემი დაბრუნების ერთ-ერთი დამატებითი მოტივატორი იყო.

„კესი ? მე მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მისი შესანიშნავი თამაში არ გამკვირვებია, რადგან ფრანკის ტალანტი ყოველთვის აშკარა იყო. მე მილანის თამაშებს ბოლო წლებში ყურადღებით ვადევნებდი თვალ-ყურს და ვუყურებდი, თუ როგორ ვითარდებოდა ის თამაშიდან თამაშამდე.

„იტალიის ჩემპიონატი ? ვფიქრობ, რომ სერია ა ძალიან განვითარდა. აქ ყოველთვის გამორჩეული ფეხბურთელები თამაშობენ და ბედნიერი ვარ, რომ ნაპოლიში გატარებული სეზონის შემდეგ, კვალვ მილანში დავბრუნდი.

„მილანის წინააღმდეგ მატჩი გასულ სეზონში ? იმ შეხვედრაში მე იმ გუნდის წარმატებისთვის ვთამაშობდი, რომლის რიგებშიც იმ მომენტში ვირიცხებოდი, მაგრამ ყველაფერი კარგად არ წავიდა და მოედნიდან გამაძევეს, თუმცა ძველი მეგობრების ნახვა სასიამოვნო იყო.

„ჩემპიონთა ლიგა ? 2018-19 წლების სეზონში ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ზონამდე სულ რამდენიმე ქულა დაგვაკლდა, რის გამოც გულგატეხილი ვიყავი, მაგრამ ახლა მე საშუალება მაქვს, რომ როსონერის მაისურით ლიგაზე ვითამაშო, ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.

„მილანური დერბი ? ჩემი მილანში ყოფნის დროს სამწუხაროდ დერბიში ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ იმედი ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება, რადგან მილანელებისთვის ეს შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანია.“