Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბაკაიოკო ჩაიშალა, მილანი ლუისზე გადაერთო

რამდენიმე საათის წინ მოგახსენეთ, რომ მილანმა ბაკაიოკოს ტრანსფერზე ხელი ჩაიქნია და მის ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთო.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მილანისთვის წინა პლანზე ბენფიკას 21 წლის ფეხბურთელმა, ფლორენტინო ლუისმა გადმოიწია.

წყაროს ინფორმაციით, ახალგაზრდა პორტუგალიელის გასაფორმებლად ფულჰემიც იბრძვის, თუმცა ფეხბურთელს მილანში გადასვლის იდეა ძალიან ხიბლავს.

ბენფიკა მზად არის, ლუისი იჯარის წესით გაუშვას, შემდგომში კი მისი გამოსყიდვის უფლება მსურველს 20-25 მილიონად მისცეს, რაც ბაკაიოკოზე იაფიც არის და ასაკიდან გამომდინარე შემდგომში გაყიდვის უკეთესი პერსპექტივაც გააჩნია.

Leave a Reply

Your email address will not be published.