Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბალოტელი:“ ნაკრებში სათამაშოდ თურქეთიდან იტალიაში ფეხით ჩავიდოდი“

იტალიელმა ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ, რომელიც ამჟამად თურქული ადანა დემირსპორის ღირსებას იცავს, ნაკრებში დაბრუნების სურვილი ღიად დააფიქსირა.

აძურიმ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფშში ჩატარებულ 8 შეხვედრაში მხოლოდ 13 გოლის გატანა მოახერხა, რის გამოც გუნდის ფორვარდებს ხშირად აკრიტიკებდნენ და ბალოტელის ნაკრებში დაბრუნების სურვილი არაერთმა ცნობილამ ფიგურამ გამოთქვა.

„თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მე კარგ ფორმაში ვარ და ვფიქრობ, რომ 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ნაკრებში დასაბრუნებლად მზად ვარ. აძურის რიგებში თამაში ჩემი ოცნებაა და მე მზად ვარ თურქეთიდან იტალიაში ფეხით ჩავიდე, თუ იტალიის ნაკრების მაისურით თამაშის საშუალებას მომცემენ.“