Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბალოტელი ჯენოას უახლოვდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მარიო ბალოტელის ჯენოაში ტრანსფერი უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება.

30 წლის იტალიელი შემტევი გენუელებთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სურვილის შემთხვევაში მხარეებს მისი გახანგრძლივების საშუალება ექნებათ.

ბალოტელი, რომელმაც გასულ სეზონში ბრეშას ღირსებას იცავდა, იქიდან გამომდინარე, რომ გუნდი სერია ბ-ში დაქვეითდა, გუნდთან კონტრაქტის გაწყვეტის უფლება აქვს და ჯენოას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.