Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბალო-ტურე:“ ვერც კი ვიჯერებდი, რომ ჩემით მილანი ინტერესდებოდა…“

მილანის ახალმა შენაძენმა ფოდე ბალო-ტურემ მილანის ოფიციალურ არხთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„თავიდან, როდესაც ჩემმა აგენტმა მილანის ინტერესის შესახებ შემატყობინა, ვერც კი ვიჯერებდი, თუმცა ახლა მე აქ ვარ, უკვე როგორც როსონერის წევრი და თავი სიზმარში მგონია, მე ძალიან ბედნიერი ვარ.

„ტეო ? ის ძალიან ძლიერია, რომელიც სერია ა-ში კიდევ უფრო განვითარდა. ჩემი აზრით, ის მილანის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მინდა, რომ მასსავით მეც უკეთესი ფეხბურთელი გავხდე.

„მენიო ? მასთან ერთად უკვე ვთამაშობდი, ჩვენ პსჟ-ში ერთად გავიზარდეთ, შემდეგ კი გარკვეული პერიოდი ლილში გავატარეთ. მაიკი ჩემთვის ძმასავითაა. მას წარმოუდგენლად ძლიერი მენტალობა აქვს და როდესაც რაიმე მიზანს დაისახავს, ის მას აუცილებლად მიაღწევს.

„ჩემპიონთა ლიგა ? სამწუხაროდ მე ამ ტურნირზე ჯერჯერობით არ მითამაშია. ლილთან ერთად ჩვენ მეორე ადგილზე გავედით, თუმცა შემდეგ მე მონაკოში გადავბარგდი, სადაც საგზური ვერ მოვიპოვეთ. ჩემპიონთა ლიგა რაღაც გამორჩეულია და იმედი მაქვს, რომ მილანის მაისურით ამ ტურნირზე თამაშის საშუალება მომეცემა.

„იტალიის ნაკრები ? მე მათ ყურადღებით ვაკვირდებოდი. ყველა ამბობდა, რომ აძურის დაცვითი ფეხბურთის თამაში უყვარს, მაგრამ მე შეტევაზე და დომინაციაზე ორიენტირებული გუნდი ვნახე. მათ ჩემპიონობა ნამდვილად დაიმსახურეს.

„ჩემი მახასიათებლები ? მე აგრესიული, სწრაფი თამაში მიყვარს და ვფიქრობ, რომ ძლიერი მენტალობა ჩემი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი მხარეა, ასევე შემიძლია ვთქვა, რომ კარგი ადამიანი ვარ.

„რას ვეტყოდი მილანის ქომაგებს ? გარწმუნებთ, რომ მე თითოეულ მატჩში 200 პროცენტით დავიხარჯები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შესანიშნავი თავგადასავალი გველოდება, Forza Milan!”